weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

თუშეთში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

11:05 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, მეხანძრე–მაშველები, რეინჯერები და ადგილობრივები ახორციელებენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, სადაც შსს-ს რამდენიმე ასეული თანამშრომელია მობილიზებული. სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენიც.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება ყვარელში, შილდის ტყეში, სადაც შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახდენენ.

ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში. შსს–ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]