სექტემბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

ფშაველში ხანძრის შედეგად 2 ჰექტრამდე ტყე დაიწვა

10:43 - 12 სექტემბერი 2017 hits 181

თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძარი 11 სექტემბერის საღამოს სამ ადგილას გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და სრული ჩაქრობა სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოხდება.

სოფელ ფშაველში გამგებლის წარმომადგენლის, ვალერი აბრამიშვილის თქმით, ხანძრის კერები ერთმანეთისგან 1.5-2 კილომეტრითაა დაშორებული და უცნობია, თუ საიდან გაჩნდა ცეცხლი. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს იყო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა თელავის რაიონის სოფელ ართანის ტყეში. ჯერ უცნობია, თუ რა ფართობის ტყე დაიწვა ართანასთან, სადაც ხანძარს 3 სექტემბრიდან აქრობდნენ და ცეცხლი მინიმუმ 70–80 ჰექტარზე იყო გავრცელებული.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com