weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ირმის მყვირალობის ტურები 20 ოქტომბრამდე გრძელდება

15:25 კვირა, 08 ოქტომბერი 2017

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ირმის მყვირალობის ტურები 20 ოქტომბრამდე გრძელდება. მონდომებულ ადამიანს შეუძლია არა მარტო მოუსმინოს ირმის მყვირალობას, არამედ „ფოტო ნადირობაც“ მოაწყოს, რადგან ამ პერიოდში თითოეულ ხართან, რამდენიმე ფურიცაა.

ამ პერიოდში ხარირემი არ მოძრაობს, ძირითადად ერთ ტერიტორიაზე დგას და „მყვირალობს“, პარტნიორს უხმობს.

მყვირალობა ხშირად დაბინდებიდან ან ადრე დილით იწყება და საათობით გრძელდება. ამ დროს ხარირემი აგრესიულია და ადამიანსაც ერჩის. იმ ადგილებში, სადაც ხარირემმა გაიარა, „ირმის“ სუნი დგას.

მაკეობა დაახლოებით 8 თვე გრძელდება. შობს ერთ ან იშვიათად 2 ნაშიერს. ირმის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელია.

ირემი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, როგორც იშვიათი სახეობა. მისი მდგომარეობა რეალურად შეესაბამება საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა კატეგორიას.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ირმის მყვირალობისთვის ყველაზე მოთხოვნადი შავი კლდეების ტბის ბილიკია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]