weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს ტყის აღრიცხვის პროცესი დაიწყო

11:37 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

საქართველოში, გერმანიის მხარდაჭერით, ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაო პროცესი დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღრიცხვის შედეგად შესაძლებელი იქნება ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელებდა ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგების წარმოება.

„ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ“, - განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. როგორც გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა განაცხადა, მათი მიზანია შევქმნან მონაცემთა უფრო ფართო და გამჭვირვალე ბაზა, რაც ქვეყანაში ეფექტური ტყის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]