weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში - პრემიერი

12:48 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

„მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში; იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება, და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირის დაკავებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ძალიან პრინციპულები ვიქნებით ამ უკანონობასთან ბრძოლაში და მინდა, მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ეს პირი, თუ იქნება ვინმე, ვინც ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა ეს ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად უკვე იდგმება ქმედითი ნაბიჯები, რომლის ნაწილიც არის ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა,  ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ.

„როდესაც ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ადმინისტრაციული  ღონისძიებები საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ

ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ მორისა და ფიცრის ექსპორტზე.

რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია ჩვენ მომავალში საშუალებას მოგვცემს, აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში, ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელი შეიყვანა. როგორც „რეგინფოს“ სამინისტროში განუმარტეს, სამართალდამცავები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების და ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოებას იცავენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დიდი ოდენობით ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტების შესასწავლად ხაიშსა და ჭუბერში დღეს გამოჩნდნენ. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და გამომძიებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]