ოქტომბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

გარემოს დაცვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დანაგვიანების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული, ყველაზე ცოტა კი კახეთის რეგიონში.

ჩინეთის მთიან რაიონ გუანსიში 30 ათასი მაცხოვრებლისთვის განკუთვნილ ქალაქს, სახელად ლუიჯოუს ააშენებენ, რომელშიც ყველა საცხოვრებელი სახლი ვერტიკალური ტყის პრინციპით გამწვანდება. „მწვანე ქალაქის“ არქიტექტორი ცნობილი იტალიელი დიზაინერი სტეფანო ბოერი იქნება, რომელიც…

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მდინარე კაბალზე „ბაისუბანი ჰესის“ აშენება ლაგოდეხის ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს შეუქმნის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დაცული ტერიტორიების საზღვართან, მდინარე კაბალზე „ბაისუბანი ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. ჰესის ასაშენებლად პროექტი ახალი გზის გაყვანას, ხე-მცენარეების მოჭრას და ტყის ნაწილის დატბორვასაც ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიო აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვისთვის ბრძოლასა და კლიმატური ცვლილებების საკითხების კამპანიებში. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ამჯერად მსოფლიო საზოგადოებას მისივე ფონდისა და კომპანია Represent-ის აქციაში ჩართვისკენ…

ძლიერი წვიმის შედეგად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხლში მეწყერი ჩამოწვა. როგორც „რეგინფოს“ გამგებლის წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ განუცხადა, მეწყერმა სოფლის ტერიტორიის დაახლოებით 10 ჰექტარი მოიცვა. მისივე თქმით, მწყობრიდან გამოვიდა შიდა საუბნო გზები,…

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ტენდერი გამოაცხადა. შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 112 750 ლარია.

25 მაისს გაირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე შეაჩერებს თუ არა გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის Nი-260 ბრძანების მოქმედებას, რომლის საფუძველზეც მთიულეთში, საცხოვრებელ სახლებთან ძალიან…

დღეს, 22 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, ზაზა წიკლაურისა და შოთა ბუჩუკურის სარჩელი გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც ქსანი–სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ხაზის…

თუშეთში, ბიომრავალფეროვნების განვითარებისა და შენარჩუნების მიზნით, დაცული ლანდშაფტის ტყეების ინვენტარიზაცია ჩატარდება. შესაბამის მემორანდუმს ხელი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოაწერეს.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com