weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დის ცემაში ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

15:36 პარასკევი, 16 ივნისი 2017

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დის მიმართ ფიზიკური ძალადობაში ბრალდებული რ.კ. დამნაშავედ ცნო. საქმის მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მსჯავრდებულმა და განაწყენების ნიადაგზე ცემა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.კ.-მ, სამტრედიის რაიონის ერთერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, განაწყენების ნიადაგზე ცემა დას, რომელმაც მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ რ.კ. 2017 წლის 23 აპრილს დააკავა. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით  წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]