weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლეილა მუსტაფაევა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება

10:21 სამშაბათი, 27 ივნისი 2017
ლეილა მუსტაფაევა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება ფოტო © RFE/RL

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილთან ის მუხთარლის საქმეში საქართველოს როლზე და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრებს.

ლეილა მუსტაფაევა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა მისი ინიციატივა იყო.

„მინდა მას ჩემი და აფგან მუხთარლის სახელით მადლობა გადავუხადო. შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა განსხვავდება აზრბაიჯანულისგან, შესაძლოა აქ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ, მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილ პრეზიდენტს შეეფერება. ის ერთადერთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ვინც მომხდარს გატაცება უწოდა. შეხვედრაზე ვისაუბრებთ გამოძიების მიმდინარეობაზე, რადგან ვთვლით, რომ ის არ არის დამაკმაყოფილებელი. შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს რაიმე სახის შემოთავაზება ჰქონდეს“, - ამბობს ლეილა მუსტაფაევა.

პრეზიდენტმა მარგველაშილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებით ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი შეილახა და აფგან მუხთარლის საქმე დროულად უნდა იქნეს გამოძიებული.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი აღმოჩნდა, რომ ბაქოში იყო დაკავებული. აფგან მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანელებს გადასცეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

აფგან მუხთარლის ბაქოში წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

საქართველოში მუხთარლის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ საქმე პროკურტურამ გამოიძიოს.

ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი აქვს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხელყოფილია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. გარდა ამისა, ლეილა მუსტაფაევა, ამბობს, აფგან მუხთარლის, რომელიც დიაბეტით არის დაავადებული, ხელი არ მიუწვდება კვალიფიციურ სამედიცონო დახმარებაზე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]