ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

00:07 - 18 აგვისტო 2017 hits 205

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ბაქოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა. მისი ადვოკატი ნემათ ქერიმლი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"მეიდან ტვ"-ს ინფორმაციით, პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა ოპოზიციური პარტია "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილეს გოზელ ბაირამლის. ის 25 მაისს მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოდან აზერბაიჯანში ბრუნდებოდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, საზღვრის გადაკვეთის დროს ბაირამლის არადეკლარირებული 12 ათასი დოლარი აღმოაჩნდა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება აფგან მუხთარლის, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, ის 29 მაისს, 22:40 საათზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, დაკავების დროს მუხთალიმ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია. მუხთარლი დააკავეს და ჩხრეკის დროს 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს.

აფგან მუხთარლის ბრალად ებება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მუხთარლი ამბობს, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს.

საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აფგან მუხთარლის მეუღლემ და ადვოკატმა არაერთხელ მოითხოვეს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურას დაეწყო. აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან თვენახევრის შემდეგ საქმე პროკურატურამ გადაიბარა.

მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა მის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი სტრასბურგში საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩივის.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com