ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრები – პოლიციამ დაკავების შემდეგ „ჩახდა და წაკუზვა“ მოგვთხოვა

12:48 - 25 აგვისტო 2017 hits 432
„თანასწორობის მოძრაობის“ წევრები – პოლიციამ დაკავების შემდეგ „ჩახდა და წაკუზვა“ მოგვთხოვა ფოტო © Netgazeti

გვიან ღამით პოლიციამ ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავა. დაკავებულების ადვოკატმა სალომე ღოღობერიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ბერიანიძე და კუსიანი ნაცემები არიან და ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებათ. ადვოკატის თქმით, დაკავებულებმა მას უამბეს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ჰომოფობიურ ნიადაგზე მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გვიან ღამით, ბათუმის ერთ–ერთ კლუბში ყოფნისას უცნობმა პირებმა მათთვის  შეურაცხყოფა მიყენება სცადეს. ისინი შეეცადნენ, რომ სიტუაციას გარიდებოდნენ, მაგრამ ნახეს, რომ ერთ–ერთ ტრანსგენდერ ქალს კისრიდან სისხლი სდიოდა, მათ პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტეს, მაგრამ ამის საშუალება ფიზიკური ზეწოლის შედეგად არ მისცეს, მათ შორის პოლიციის თანამშრომელმა, რის შემდეგაც დააკავეს. ასევე, ბერიანიძემ მითხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას სამართალდამცავები მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჰომოფობიურ ნიადაგზე, „ჩახდა და წაკუზვა“ მოსთხოვეს“, – აცხადებს ადვოკატი სალომე ღოღობერიძე, რომელიც დაკავებულებს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით აქვთ წაყენებული. საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com