ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

ლევან ბერიანიძეს ძალადობის კვალი სერიოზულად ეტყობა – ადვოკატი

14:47 - 25 აგვისტო 2017 hits 323

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის ანა მდინარაძის განცხადებით, „თანაწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელ დირექტორს ლევან ბერიანიძეს, რომელიც მოძრაობის კიდევ ერთ წევრთან ერთად პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს, ძალადობის კვალი სერიზოულად ეტყობა. ბერიანიძეს დაზიანებების აქვს სახის არეში, ასევე ხელებსა და ფეხებზე.

„სავარაუდოდ დაპირისპირება ვიღაც უცნობებსა და ამ დაკავებულებს შორის იყო. მხოლოდ ამ პირების დაკავება მოხდა და სხვების არა. ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც დაკავებულები განმარტავენ, ფიზიკურ დაზიანებებს აქვს ადგილი. მათი თქმით, სამ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ, სწორედ ამ ფონზე განხორციელდა შეხლა-შემოხლა. დაპირისპირების მოტივად ამას ასახელებენ“- აღნიშნავს ანა მდინარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქმე ბათუმის ბულვარში, დილით მომხდარ ჩხუბს ეხება, რომელშიც აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ. სამინისტროს განცხადებით, ადგილზე პოლიციელების მისვლის შემდეგ ეს პირები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.

რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან უფლებამოვალეობების შესაძლო გადამეტებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ საკიხს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com