დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

"თანასწორობის მოძრაობის" წევრები სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა

21:42 - 26 აგვისტო 2017 hits 320

ბათუმის საქალაქო სასამართლომ "თანასწორობის მოძრაობის" წევრები თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, სამართალდამრღვევებად ცნო და 300 - 300 ლარით დააჯარიმა. კუსიანი და ბერიანიძე პოლიციელებს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ სამართალდამცავების ქმედებების კანონიერებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა შეისწავლიან.

"სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩვენი და ჩვენი მოწმეების ჩვენებები. მხედველობაში მიიღო მხოლოდ აუდიოჩანაწერი, რომელიც დაკავების შემდეგ, პოლიციის მიერ ბადრაგირების პროცესში იყო ჩაწერილი. რა თქმა უნდა, არავის არ უარყვია, რომ აგრესიულები ვიყავით. ჩვენი აგრესია იყო ძალიან ბუნებრივი იმიტომ, რომ პოლიციის თვალწინ გვცემეს, ამასთან ერთად პოლიციამ გვაგინა და დამატებით ძალა იხმარა. სამწუხაროდ, სასამართლომ ეს მიიღო მტკიცებულებად იმისთვის, რომ ჩვენ სამართალდამრღვევებად ვეცანით. სასამართლომ განმარტა, რომ ჩანაწერი მიანიშნებდა იმას, რომ დაკავებამდეც აგრესიულები ვიყავით", - ამბობს ლევან ბერიანიძე.

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი სამართალდამცავებმა ბათუმში, 25 აგვისტოს დააკავეს. ისინი ამბობენ, რომ ბათუმის ბულვარში უცნობი პირები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო თავს დაესხნენ, გასაშველებლად მისულმა პოლიციელებმა კი ცემეს და დააკავეს.

"ვიღაც ტიპებმა ჩაგვიარეს, დაინახეს ორი ტრანსგენდერი ქალი და დაიწყეს გინება. პოლიციის დახმარებას რომ ვითხოვდით, პოლიცია მოვიდა წაგვაქცია და ჩვენ შეგვდგა წიხლებით. სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ: "პიდარასტებო", "ჩვენი პატრიარქის ქვეყანაში როგორ ხართ", "თქვენნაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათ", - განაცხადა ბერიანიძემ.

"თანასწორობის მოძრაობის" წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი