დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

30 აგვისტოს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

11:10 - 30 აგვისტო 2017 hits 264
30 აგვისტოს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

2011 წლიდან 30 აგვისტოს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად 2006 წელს გაეროს ეგიდით მიღებულ იქნა კონვენცია „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“, რომლის შედეგადაც, იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა.

საქართველოში გაუჩინარებულთა პრობლემა ქვეყანაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკურად ქართველი, 200-მდე ეთნიკურად აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 6 ოსი და 35 ქართველი.

იძულებით გაუჩინარების დანაშაულთან საბრძოლველად საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მიერ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებას, რასაც სახალხო დამცველი 2013 წლიდან ითხოვს.

კონვენცია განსაზღვრავს იძულებით გაუჩინარების დანაშაულის დეფინიციას და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს მიიღოს შესაბამისი ზომები რათა იძულებით გაუჩინარება ეროვნულ დონეზე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. კონვენცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას. კონვენცია ასევე ადგენს მსხვერპლის უფლებას სიმართლეზე გაუჩინარების გარემოებების და გაუჩინარებული პირის ბედის შესახებ და უფლებას დროულ, სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, არსებითი სიახლე გამოძიების პროცესში არც წელს არის და მათი ადგილსამყოფელის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული პირთა უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევები“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ამასთან, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება მხარეებს შორის თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით, რომლის წარმატებულ მაგალითსაც წარმოადგენს 2013-2015 წლებში თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობით სამარხების გახსნა აფხაზეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი