დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

ელისო კილაძის შვილი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

16:44 - 20 სექტემბერი 2017 hits 275

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ის ცნობით, ხარშილაძის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

15 მარტს, სასამართლომ დავით ხარშილაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 15 ათასლარიანი გირაოთი ივლისში შეუცვალეს.

დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს და მისი დაკავება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „ქრონიკა პლუსის“ საქმიანობას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი