weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

86 წლის სირანა ბარბაქაძე რამდენიმე თვეა ცდილობს დაამტკიცოს რომ ცოცხალია

10:53 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017
86 წლის სირანა ბარბაქაძე რამდენიმე თვეა ცდილობს დაამტკიცოს რომ ცოცხალია ფოტო © ია გულიაშვილი

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები 86 წლის სირანა ბარბაქაძე უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცოცხალია. გარდაცვლილად ის 9 თვის წინ გამოაცხადეს და პენსიაც შეუწყვიტეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახს 5 თვის პენსიის უკან დაბრუნებასაც ედავება იმ მიზეზით, რომ პენსიონერი გარდაცვლილი იყო და თანხა უკანონოდ მიიღეს.

„გარდაცვალების ცნობა ბანკში გვიან გაუგზავნიათ. 5 თვის პენსია უკვე აღებული მქონდა. ახლა ამ თანხის უკან დაბრუნებას გვედავებიან, მკვდარი იყო და არ გეკუთვნოდათო. 4 თვეა დავდივართ სხვადასხვა სამსახურებში და გაცოცხლება ვერ მოვახერხე“, – ამბობს სირანა ბარბაქაძე „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში.

სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენლის კუკური ჯამატაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში გამგებლებს ქელეხში აღარ ეპატიჟებიან და უჭირთ იმის დადგენა სოფელში ვინ გარდაიცვალა.

იმ უბანში სამი მიცვალებული იყო იმ თვეში და შეგვეშალა. ადრე კარგი იყო, გვეპატიჟებოდნენ ქელეხში, ქორწილში და ამიტომ სულ ვიცოდით, ვინ მკვდარი იყო და ვინ ცოცხალი. ახლა აღარ გვეპატიჟებიან.

უამრავი ასეთი შემთხვევაა საქართველოში და ვეჯინი გახდა ქრისტეს პერანგი თუ რა არის ვერ გავიგე“, – განაცხადა კუკური ჯამატაშვილმა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, პენსიის შეწყვეტა მოხდა მას შემდეგ, რაც სერვისების განვითარების სააგენტოდან მიიღეს სირანა ბარბაქაძის გარდაცვალების შესახებ დოკუმენტი. „როცა გაირკვა, რომ ქალბატონი იყო ცოცხალი, ოჯახთან დამყარდა კომუნიკაცია, განემარტათ, რომ რეესტრში უნდა აღიდგინოს თავი და პენსიაც აღუდგება. ამასთან, 5 თვის პენსიის უკან დაბრუნებაც არ მოუწევს“, – განაცხადეს სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]