weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სახალხო დამცველმა ჭიათურის გამგეობას თანასწორობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდა

16:22 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოუწოდა კომუნალური გადასახადების დასაფარად ფინანსური დახმარება, უსინათლო პირების მსგავსად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის გამოყოს.

განმცხადებელი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიუთითებდა, რომ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის N7 დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე უსინათლო პირებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა სოციალური დახმარება კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სხვა მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესაძლოა ისეთივე ფინანსური საჭიროებები ჰქონდეთ, როგორიც უსინათლო ადამიანებს აქვთ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული საშუალება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული და გაუმართლებლად გამორიცხავს სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალური ბენეფიტით მოსარგებლეთა რიცხვიდან. 

სახალხო დამცველმა ჭიათურის გამგეობას ასევე მოუწოდა, სოციალური პროგრამებით მოსარგებლეთა სამიზნე ჯგუფების განსაზღვრის კრიტერიუმები შეიმუშავოს თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]