weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

18:45 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენი დაადგინა.

ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი დაზარალებულის ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო წარმოიშვა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბრალდებულის მხრიდან ტრანსგენდერი ქალის ცემა, მიზნად ისახავდა დაზარალებულის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას.

„გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი, ავთანდილ გ.-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე, ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან აიყვანეს“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120 დან - 140 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]