weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა

17:40 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017
ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა ფოტო © ნეტგაზეთი

ბათუმის მერიამ „მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ გენერალ აბაშიძის 49/2 ში მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ მისცა. ქალაქ ბათუმის მერის ბრძანებას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბრძანების თანახმად, ბათუმის მერიამ გადაწყვეტილება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მიიღო.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 6-ს“,- აღნიშნულია ბრძანებაში.

ბათუმში მცხოვრები მუსლიმები ახალი მეჩეთის აშენებას რამდენიმე წელია ითხოვენ. 2014 წელს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობით გადაწყდა, რომ თემს ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწა არ გამოეყოფოდა, სანაცვლოდ კი სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელმწიფოსგან გადაეცა ორი შენობა - სამუფტო რეზიდენცია და მედრესე. ასევე ითქვა, რომ მოხდებოდა არსებული მეჩეთის რეკონსტრუქცია და გაფართოება. თუმცა, მთავარი პრობლემა - მეჩეთში არსებული გადატვირთულობა და ღია ცის ქვეშ ლოცვის საკითხი - ვერ გადაიჭრა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აჭარის მუსლიმ მრევლს ახალი მეჩეთის აშენებას არაერთხელ დაპირდა. 2014 წლის ოქტომბერში მუსლიმებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა და განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხს შეისწავლიდა, თუმცა დაპირებები შეუსრულებელი დარჩა.

2016 წლის ივნისში ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა დააფუძნა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ და დაიწყო თანხის შეგროვება ახალი მეჩეთისთვის მიწის შესაძენად. 2016 წლის 7 სექტემბერს ფონდმა ადგილობრივი მუსლიმების შემოწირულობებით ბათუმში მიწა შეიძინა. ფონდმა ბათუმის მერიას ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე 2017 წლის 8 თებერვალს მიმართა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]