weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პოლიციამ თბილისში ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული დააკავა

23:01 ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018

სამართალდამცავებმა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 32 წლის .. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, . ჭავჭავაძის გამზირზე, დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ..-.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ 28 იანვარს, მისთვის უცნობმა პირმა ვაკის პარკთან ჰომოფობიურ ნიადაგზა სცემა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მირანდა ფაღავა აღნიშნავს, რომ თავდამსხმელმა ის წააქცია და წიხლებს ურტყამდა. ტრანსგენდერი ქალის თქმით, მამაკაცმა მას რკინის დაფა რამდენჯერმე დაარტყა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]