weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლომ ადევნებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

15:38 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

პროკურატურამ ადევნების ბრალდებით მოქალაქე ზ.პ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.პ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მეგობრების მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-.

„აკითხავდა როგორც სახლთან, ისე სახლში. ვ.მ.-სთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით, ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავისი და სხვა ადამიანების ტელეფონის ნომრებიდან, ასევე უცხო ადამიანების და ფოსტის საშუალებით უგზავნიდა საჩუქრებს. ზ.პ.-ს ქმედების შედეგად ვ.მ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ზ.პ.-ს ბრალდება 29 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ადევნებას, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალის, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაული სასჯელის 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ადევნება 2017 წლის ივნისიდან დანაშაულად არის გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]