weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

19 წლის ბექა რუსიას მკვლელობაში ბრალდებულს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

12:57 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ჯარისკაცის, ბექა რუსიას გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯალაღონია დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ბექა რუსია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, ოთხი თვის წინ გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, ის გვერდით მდგომი წვევამდელის, დავით ჯალაღონიას შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. დავით ჯალაღონია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს აღიარებს.

ბექა რუსიას დედა, ეკა რუსია გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა და პროკურატურას რეალური დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებდა. ეკა რუსიას თქმით, მისი შვილი საგუშაგოს მეთაურის იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიღუპა, ხოლო დავით ჯალაღონიას შესაძლოა დანაშაულის საკუთარ თავზე აღება აიძულეს.

ბექა რუსიას ოჯახი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. მათი განცხადებით, საქმე ხელახლა, განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა იქნეს გამოძიებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]