weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქობულეთში გიგანტური ხის გადატანისას დაკავებულები 250 ლარით დაჯარიმდნენ

10:29 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018
ფოტოზე რევაზ ხარაზი ფოტოზე რევაზ ხარაზი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები სოლომონ ბაჯელიძე და რევაზ ხარაზი, რომლებიც ქობულეთში, ასწლოვანი ევკალიპტის გადატანის დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეული 250 ლარით დააჯარიმა.

„ტვ 25“-ის ინფორმაციით, პოლიციელების ჩვენებით ირკვევა, რომ სოლომონ ბაჯელიძემ ავტომობილით გზა ჩახერგა, რევაზ ხარაზი კი ხეზე აძვრა და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

სასამართლოს გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს.

„მთელი ქართული სახელმწიფო - პოლიცია, სასამართლო, ავადმყოფი ივანიშვილის ხუშტურებს ასრულებენ. დღეს სასამართლოში რეზო ხარაზი კი არა, თავად ბიძინა ივანიშვილი უნდა ყოფილიყო, რაც მან რეგიონს ზიანი მიაყენა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა კობა ხაბაზმა.

სოლომონ ბაჯელიძისა და რევაზ ხარაზის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. იურისტმა პაატა დიასამიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]