weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

13:13 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018
ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ ფოტო © პირველი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერნეტის საშუალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ბრალდებით დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებიდან დანაშაულს მხოლოდ ნინო გეგელაშვილი აღიარებს. ის ამბობს, რომ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენია და გიორგი გოგებაშვილს საქმესთან კავშირი არ აქვს. ადვოკატ მარიკა ფხალაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„ვფიქრობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაცრი იმ ფონზე, როდესაც ნინო გეგელაშვილს 5 წლის შვილი ჰყავს, რომელიც პრაქტიკულად ქუჩაში დარჩა. რაც შეეხება გოგებაშვილს, ბრალდების მხარეს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ის გეგელაშვილთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

პოლიციამ 27 წლის ნინო გეგელაშვილი და 24 წლის გიორგი გოგებაშვილი ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით 8 მაისს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ.

„სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი.

„პოლიციამ, ნინო გეგელაშვილის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

საქმეზე გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 28 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]