weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გორში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის კარს იარაღიდან ესროლეს

14:56 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

გორში, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, კედლებზე კი წარწერა „იწამე ჩვენი ღმერთი“ დატოვეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა 16 მაისს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს კარი ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს თუ არა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 156-ე მუხლი აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანის დევნას გულისხმობს, 187-ე მუხლი კი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი დააზიანეს. სამი თვის წინ დაუდგენელმა პირებმა ეზოს გალავანზე ჯვრები დახატეს. გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებითაც დაიწყო, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში იეჰოვას მოწმეთა სახლი 10 წელზე მეტია არსებობს. იეჰოვას მოწმეებმა საკუთარი შენობის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გორის მუნიციპალიტეტში მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სახლებს ქირით აღარავინ აძლევდა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]