weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ქუთაისის მკვიდრი დააკავეს

14:22 კვირა, 20 მაისი 2018

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 32 წლის ა.ნ. დააკავეს. დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მკვიდრია.

დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქე 15 მაისს, მდინარე ენგურთან დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებული გალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ერთი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი იყო რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]