weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საგარეჯოში ცოლის ცემისთვის ბრალდებულს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

15:48 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული .. დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126.1 მუხლის ე-2 ნაწილის ქვეპუნქტით, სასჯელის ზომად კი 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 20 თებერვალს, საგარეჯოში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ქმარმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. 

პოლიციამ ლ.მ. იმავე დღეს დააკავა, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126.1 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]