weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

13:00 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული, 59-ს კი სასჯელი შეუმცირდა.

შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე სულ 1347 პირის საქმე განიხილა. კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, იმის გამო, რომ პრეზიდენტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების საქმეებზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, 216 ასეთი საქმე კომისიამ არ განიხილა.

„ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვასა და ყაჩაღობაზე. მათი დოკუმენტები აკმაყოფილებდა შეწყალების საქმეთა წარმოების შესახებ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ამიტომ მათ საქმეებს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]