weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პირი, რომელმაც ნინო ლომჯარიას შეაგინა, დაკავებულია – შსს

22:34 კვირა, 03 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეაგინა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა დღეს ვაკის პარკში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე ყოფნისას მიაყენეს. სახალხო დამცველის განმარტებით, მას საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„გამოხატვის როგორ ფორმას აირჩევენ მოქალაქეები, ეს მათი გადასაწყვეტია, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მე მაქვს თმენის ვალდებულება და ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაცული. ვადასტურებ, რომ ჩემ მიმართ იყო ხელშეშლა. ასევე, შემეხნენ ფიზიკურად. ეს არ იყო ცემა, მაგრამ მიშლიდნენ ხელს გადაადგილებაში. ასევე, იყო მოწოდებები თავდასხმის შესახებ. რას გააკეთებს გამოძიება, ეს მათი კომპეტენციაა“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი აქციაზე ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]