weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლო წესით განქორწინების რეგისტრაციაზე ხანდაზმულობა აღარ გავრცელდება

17:19 ორშაბათი, 18 ივნისი 2018

მეუღლეთა განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხანდაზმულობის ვადა აღარ იმოქმედებს. შესაბამისად, განქორწინების სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან ნებისმიერ დროს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, რომელიც შეადგენს 10 წელს. 

2012 წლის 1 თებერვლამდე განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მეშვეობით. თუ რომელიმე მეუღლე არ დაარეგისტრირებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, 3 წლის შემდეგ მისი დარეგისტრირება აღარ დაიშვებოდა. 

2012 წლის 1 თებერვლიდან ეს რეგულაცია გაუქმდა და სასამართლოს კანონით დაევალა, რომ თავისი გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეზავნა სააგენტოსთვის. თუმცა პრაქტიკაში კვლავ არის შემთხვევები, როდესაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს ძველი გადაწყვეტილების წარდგენა ხდება მისი გამოტანიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რის გამოც სააგენტო მოკლებულია განქორწინების რეგისტრაციის შესაძლებლობას. 

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია საქართველოს მთავრობა, კანონპროექტი კი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]