weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ყოფილი პოლიციელი სააპელაციომაც გაამართლა

18:25 სამშაბათი, 26 ივნისი 2018
ფოტოზე: დემურ სტურუას დედა ფოტოზე: დემურ სტურუას დედა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და უდანაშაულოდ ცნო სამტრედიის რაიონული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც პროკურატურა 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე გასული წლის 9 ივნისს გაამართლა, რის შემდეგაც განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა.

22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში სტურუა წერდა, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მასზე ზეწოლას ახორცილებდა, რაც მისი თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

წერილის მიხედვით, პოლიციელი დემურ სტურუას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. დემურ სტურუას წერილის ბოლოში მიწერილი აქვს „დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“.

29 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გოდერძი თევზაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. თევზაძე სამართალდამცავებს 13 სექტემბერს ჩაბარდა. სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამამართლებელი განაჩენის შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]