weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა

12:21 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულმა ზურაბ გორნაკაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი თქვა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განაცხადა.

ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მათი საქმე ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი. პროკურატურას საპროცესო შეთანხმების პირობები უკვე შეთანხმებული ჰქონდა. ორივე ბრალდებულს სამწლიანი რეალური სასჯელი და პირობითი მსჯავრი უნდა შეფარდებოდა.

რაც შეეხება ბადურ ჩოფანაშვილს, მისი ადვოკატი დალი ბარბაქაძე აცხადებს, რომ ის კვლავ მზადაა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 2017 წლის 26 დეკემბერს დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ზურაბ გორნაკაშვილმა საერთაშორისო ტერორისტად აღიარებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

ამავე საქმეზე დაკავებულ 6 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის 27 ივლისს გამოუტანა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული მიზნებით იარაღის უკანონო ტარების, ტერორისტული აქტის მომზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთისთვის, მოსამართლემ რუსლან შავაძეს და შოაიფ ბორზიევს 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს - რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]