weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გორში სიგარეტის ნამწვით ქუჩის დანაგვიანებისთვის 23 პირი დააჯარიმეს

12:51 სამშაბათი, 09 მაისი 2017

ბოლო ორ კვირაში, ქალაქ გორში, სიგარეტის ნამწვით ქუჩის დანაგვიანებისთვის 23 პირი დააჯარიმეს. Qartli.ge ამ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამართალდამრღვევი ვალდებულია ჯარიმა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში გადაიხადოს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საქმე აღსრულების ბიუროს ეგზავნება“ - განაცხადეს სამინისტროში.

ქუჩების დანაგვიანებისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 80-დან 1000 ლარამდე: 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჯარიმდება 80 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით. 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით;  ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას. ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით. ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარით, იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.

„დანაგვიანება არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ, ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია გათვალისწინებული. ეს ჩვენი ღირსების საქმეა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 6 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოუწოდა, პრობლემა დროულად აღმოფხვრან, განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით.

„მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ფარგლებში და მინდა, გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და საქართველოს მოსახლეობის კულტურის მაჩვენებელი. ამიტომ, ვერ შევეგუებით იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყნის ბუნება, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა, ყველა უწყებას ვთხოვო, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]