weather cur horoscope tv
მაისი 14, 2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებას ეფუძნება. 

რუსეთის ფედერაცია ითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო/NATO) წევრები უნდა გახდნენ. 

საქართველოს მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 57 978 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 3542 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2234 ინფიცირებული, 64 კი გარდაიცვალა. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდურმა კომისიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის წმინდა სინოდის სხდომას წარედგინება.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „პირდაპირ რუსულ დაკვეთად“ მიაჩნია.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაფასა. 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი პაატა ყულიაშვილი, მის პირველ მოადგილედ კი რამიზ რამაზანოვი აირჩიეს. რამაზანოვმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. თავმჯდომარის ასარჩევად მისი ხმა გადამწყვეტი იყო. 

ხზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. სხდომიები ერთ კვირაში, 17 დეკემბერს ჩატარდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]