weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, კვირის ბოლოს წარადგენს სტრატეგიას, რომელიც ოპოზიციას გამარჯვებამდე მიიყვანს. ამის შესახებ მელიამ რუსთაველის გამზირზე თქვა, სადაც „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა.

„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა, რომელშიც რიგით მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ ჩაბმული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც დღეს, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა. უწყების ცნობით, ბრალდებულია 1999 წელს დაბადებული გ.ტ.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, საკუთარ სასამართლო სხდომებს აუცილებლად უნდა დაესწროს – თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად მაინც.

ნინო ლომჯარიას ვარაუდით, იუსტიციის სამინისტრომ იცოდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას დაეყრდნობოდა და სააკაშვილის საქმეზე „მეორე დროებით ღონისძიებას“ გამოსცემდა. ლომჯარია ამ გარემოებას უკავშირებს 19…

გორში, წერეთლის ქუჩაზე, „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი გათავისუფლება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. ილია მეორემ განაცხადა, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მიდის ადამიანთან. მან მონანიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ…

გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ კრიტიკული სტატია „სერიოზული პასუხები საქართველოდან, ცუდი ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ“ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანელი დიპლომატი აშკარად პრო-სამთავრობო პოზიციის მქონედ მიიჩნევა…

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში იმყოფებიან და ევროპარლამენტარებს ხვდებიან. როგორც კობახიძემ განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც იქნება.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 51 440 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 5085 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4428 პაციენტი, 62 კი გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]