weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის ცხედრები ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 042 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2844 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 29 ინფიცირებული, 814 კი გამოჯანმრთელდა.

ბათუმში, საცხოვრებული კორპუსის ნგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება. ზვიად თავდგირიძე, რომელიც მეექვსე სართულზე ცხოვრობდა, ნანგრევებიდან წუხელ ამოიყვანეს და კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი, ორშაბათი, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაზუსტებით ვერ იტყვის ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა პირველ სართულზე დაწყებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია თუ არა. ვახტანგ გომელაურის თქმით, პირველ რიგში, ტერიტორია უნდა გასუფთავდეს და ინახოს,…

ბათუმში, საცხოვრებელი ბინის ნანგრევებიდან გუშინ საღამოს ამოყვანილი 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი ბინის ნანგრევებში მაშველები სამ ადამიანს ეძებენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი, 1962 წელს დაბადებული…

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სამი გარდაცვლილი ბავშვია.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]