weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სოფელ გუმათში პოლიციის მიერ გუშინ დაკავებული რვა პირის საქმის განხილვა 4 ივნისისთვის გადადო. მომდევნო პროცესამდე მოსამართლემ ყველა დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა.

პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება შეიტანა, რომლითაც ნამახვანჰესის პროექტზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ზე გაავრცელა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია ხვალ, 29 მაისს გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო“ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც ეკონომიკის, იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე, პროექტის მოწინააღმდეგეები დაესწრებიან.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე წუხელ დაკავებული რვა პირის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი…

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაკა სულაძე გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან თბილისის აქციის მესამე დღეს, საპროტესტო მსვლელობაში ჯვრით მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც სულაძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება…

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 921 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1071 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 508 შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1015.

„თვითონ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის და არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში, პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას. ასე ვიტყოდი“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]