weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას უფლებას აძლევს, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩეს.

ბათუმში, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართული აქცია-მსვლელობის დროს, პოლიციამ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოლომონ ბაჯელიძე 2000 ლარით დააჯარიმა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალი კვლევის თანახმად, არჩევნები მომდევნო კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“, 18% კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ, მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა.

რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ საქართველოში კიდევ ჩამოვა. მისი თქმით, თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა ერთგვარი ტრადიციაა, ეს უკვე ორჯერ გააკეთა, მესამე მცდელობის დროს კი მისი ვიზიტი…

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას აქვს. ის მისაღებ ფიგურად გამოკითხულთა 65%-მა დაასახელა, მიუღებლად კი 30%-მა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ჩაიკეტება თუ არა ქვეყანა აღდგომის დღესასწაულისთვის. ეკატერნე ტიკარძის თქმით, დღეისთვის, რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევებს ლოკალურ დონეზე ჩაკეტვით მართავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილისთვის ჩაინიშნა პროცესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. როგორც პატიმრის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვაზე.

„ქუთაისი თუდეის“ ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე, რომელიც პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერის კაბინეტში შიმშილობის გამოცხადებას აპირებდა, სამართალდამცველებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ავტომობილში ჩასვეს და სავარაუდოდ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

„თუ არ ვცდები, ნიუტონის მესამე კანონია, ქმედება რომ იწვევს უკუქმედებას. ეს მარტო ფიზიკაში და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ეს ჩვენგან წახალისებული არ არის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]