weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი არ შეუწყონ კორონავირუსის გავრცელებას. მინისტრის თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის და შეთანხმების მიღწევა „მსგავსი პროტესტის“ გამოხატვის გარეშეც შესაძლებელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა 79 უბანთან მიმართებაში მათი საჩივრები არ დააკმაყოფილეს ან/და განუხილველი დატოვეს. აქედან, 38 საარჩევნო უბნის შედეგებს საია სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე მსხვილმა ტელეკომპანიამ პრეზიდენტ დონალდ ტრაპის გამოსვლის პირდაპირ ეთერში გადაცემა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ტრამპმა არჩევნებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება დაიწყო. ასეთ ტელეარხებს შორის არიან MSNBC, ABC,…

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალური ქსელით ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო გაზრდილი მობილობა ზრდის ინფიცირების რისკებს…

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3560 ადამიანი და გარდაიცვალა 22.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ა.კ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის…

სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ასევე, ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]