weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით უკვე ცნობილია, რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მანამდე ინფექცია დაცვის ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა, რის გამოც გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება. 

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1696 პაციენტი, ხოლო 7 – გარდაიცვალა. გარდაცვალების ერთი შემთხვევაა კახეთში და 6 აჭარაში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით (დათვლილია ყველა უბანი), 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში 14 ოლქში გაიმარჯვა, 16 ოლქში (თბილისის 8 და რეგიონების 8) კი მეორე ტური გაიმართება.

სამართლის დოქტორის ზურაბ ჯიბღაშვილის თქმით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული და მაჟორიტარული წესით 76 მანდატი მოიპოვა, მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაიწყებს და ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარის თქმას, სამართლებრივად არანაირი შედეგი არ…

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას ბინაზე გადის. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან, რომ მისი ჩამოსვლა საერთო საქმისთვის საჭიროა, ის საქართველოში პირველივე თვითმფრინავით დაბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საარჩევნო პროცესის ხელყოფის ის მცდელობები, რაც დაფიქსირდა, შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 154 საარჩევნო უბნიდან ყველა დაითვალა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26 % მიიღო (41 662 ხმა), გაერთიანებული…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]