weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე…

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სამართალდამცავებმა ცესკოს მიერ აკრედიტებულ ჟურნალისტებს 38-ე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს და კენჭისყრის შენობაში აღარ უშვებენ. პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, საუბნო კომისიიდან მიმართეს, რომ ჟურნალისტები კომისიის წევრებს ხელს უშლიდნენ…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 1 607 530-მა ამომრჩეველმა მისცა.

„ჩვენ გვქონდა მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც. ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, მედია და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღის 4 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების…

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქსნის N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე აგრესიულმა პატიმარმა მის წარმომადგენლებს პატიმრებთან გასაუბრებისა და ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების საშუალება არ მისცა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტებზე, პირველადი ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 5 პირია დაკავებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 36.45 %-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 1 279 947 ამომრჩეველია.

თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი უბანზე მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, რა დროსაც ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიის წარმომადგენლები უცენზურო სიტყვებით აგინა და მინდია…

„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ კენჭისყრის შენობასთან დაახლოებით 30-მა ადამიანმა სცემა. როგორც კიკვაძე ამბობს, მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის ასეთი სულ 6 შემთხვევაა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]