weather cur horoscope tv
მაისი 16, 2024

21 აგვისტოდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქალაქ რუსთავში, მარნეულის, თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 16 სექცია აამოქმედა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით - „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს. მათივე ცნობით, შემდეგი სასამართლო სხდომა 20 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 8 აგვისტოს, პანკისის ხეობაში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. ამავე საქმეზე პოლიციამ გუშინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1998 წელს დაბადებული…

თელავში „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის ჩაბარების მიზნით ღვინის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შტაბის გახსნის დროს განაცხადა, რომ წელს 300 ათას…

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ლასკადურა ადიდდა და დაბა ლენტეხის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას ინფორმაციით, ოთხი დადასტურებული შემთხვევის წყარო ლენჯერია, ხოლო ექვსი ახალი პაციენტი ინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად დაავადდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა, დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჯოლიანის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც დაბა მესტიასა და ლენჯერში არ იმყოფებიან, ზემო…

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1998 წელს დაბადებული ისლამ ფარეულიძე დააკავეს.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ სანდრო ბარამიძემ, ნინო გოგუაძემ და შალვა შავგულიძემ, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ქიტიაშვილმა დატოვეს. შალვა შავგულიძის თქმით, პარტიიდან წასვლის შემდეგ, ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოთან“ და 2020…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]