weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დუბაიში სმარტფონი პასპორტის მოვალეობას შეასრულებს

17:30 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017

არაბთა გაერთიანებულ საამიროების უმსხვილეს ქალაქ დუბაის აეროპორტში უახლესი ტექნოლოგია დაინერგა, რომელიც საერთაშორისო რეისების მგზავრებს რეგისტრაციის პროცესს ბევრად გაუადვილებს. ამისთვის მათ სმარტფონში სპეციალური აპლიკაციის Smart UAE Wallet-ის ჩატვირთვა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ სიახლის ინიციატორი საამიროების მთავრობა და ავიაკომპანია Emirates გახდნენ და მისი გამოყენება დასაწყისისთვის მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.

პროგრამა პასპორტისა თუ სხვა დოკუმენტების მონაცემებს ინახავს და ასევე მას ბილეთისა და მგზავრობის დეტალების დამახსოვრებაც შეუძლია. დუბაის აეროპორტიდან გაფრენის დროს მგზავრს ე.წ. „ჭკვიანი გასასვლელის“ გამოყენება მოუწევს, იქ კი მას სმარტფონისა და თითის ანაბეჭდის საშუალებით რეგისტრაციის გავლა შეეძლება. ახალი სისტემა ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან რეგისტრაციის პროცესს დროში ამცირებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]