weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

10 წლის ბიჭის გამოგონება უამრავი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს

15:09 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

აშშ-ში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა სიცხისგან  ავტომობილში მშობლების მიერ დროებით დატოვების შემდეგ. ტეხასის შტატის ქალაქ მაკკინიში მცხოვრებმა 10 წლის ბიჭუნამ კი გენიალური მოწყობილობა სახელად „ოაზისი“ შექმნა, რომელიც ავტომობილებში არსებულ ტემპერატურას გააკონტროლებს, გრილ ჰაერს გამოუშვებს და სპეციალური ანტენით მშობელს სიგნალს გაუგზავნის.

მეხუთე კლასის მოსწავლე ბიშოპ კარის გამოგონება მომავალი წლიდან დაპატენტდება. ბიჭუნამ და მისმა მამამ იდეის განსახორციელებლად კრაუდფანდინგის პლატფორმა GoFundMe-ს წყალობით 24 000 $ მოაგროვეს.

10 წლის ბიშოპ კარის გამოგონებისკენ მისმა ექვსი თვის მეზობლის გარდაცვალებამ უბიძგა. ხსენებული ტრაგიკული შემთხვევით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი რიცხვი სწორედ ტეხასის შტატშია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]