weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

National Geographic-ის შემდეგი „გენიოსი“ პაბლო პიკასო იქნება

11:37 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

National Geographic-ის მორიგი ბიოგრაფიულ-ანთოლოგიური სერიები პაბლო პიკასოზე იქნება. სადებიუტო სერიალ „გენიოსის“ მეორე სეზონი კუბიზმის მიმდევარი უდიდესი ესპანელი მხატვრის შესახებ იქნება.

ინფორმაცია პროექტის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ცნობილმა ოსკაროსანმა რეჟისორმა რონ ჰოვარდმა გაავრცელა.

„მეორე სეზონისთვის ჩვენ უამრავი პერსონის კანდიდატურას განვიხილავდით და მგონი პაბლო პიკასო პირველი იყო, ვინც თავში მოგვივიდა“ - აღნიშნა რონ ჰოვარდმა.

შეგახსენებთ, რომ სერიალ „გენიოსის“ პირველი სეზონის გმირი ალბერტ აინშტაინი იყო, რომელიც National Geographic-ის 10 ეპიზოდისგან შემდგარ ანთოლოგიაში ავსტრალიელმა ოსკაროსანმა მსახიობმა ჯეფრი რაშმა განასახიერა, პილოტური სერია კი თავად რონ ჰოვარდმა გადაიღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]