weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლეონარდო დიკაპრიო მაფიასთან მებრძოლი ნიუ იორკელი დეტექტივის როლს შეასრულებს

11:25 ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017

ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიო რეალურ კრიმინალურ ისტორიაზე დაფუძნებულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს და ამავდროულად პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. ფილმს სათაურით „შავი ხელი“ (The Black Hand), სტუდია Paramount Pictures მწერალ სტეფან ტალტის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღებს.

ფილმის სიუჟეტი 1900-იანი წლების დასაწყისში განვითარდება, როდესაც ამერიკაში ჩასული იტალიელი ემიგრანტების მიერ ადგილობრივი მაფია ყალიბდებოდა. დაუნდობელ კრიმინალურ დაჯგუფებებს ნიუ იორკელი დეტექტივი ჯუზეპე „ჯო“ პეტროზინო ებრძოდა, რომელსაც „იტალიელ შერლოკ ჰოლმსს“ ეძახდნენ. ბანდა სახელად „შავი ხელი“ (Mano Nera) ადამიანებს იტაცებდა და მათივე ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვდა. იტალიური კვარტლების კანონმორჩილ მოსახლეობას ეშინოდა დაჯგუფების, თუმცა ჯო პეტროზინოს დახმარებას მაინც უწევდნენ.

ლეონარდო დიკაპრიოს უკანასკნელი ნამუშევარი გლობალური კლიმატური ცვლილებების შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმი, სათაურით - Before the Flood (წარღვნამდე) იყო, რომლის რეჟისორი ფიშერ სტივენსი, ხოლო პროდიუსერი თავად გახლდათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]