weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჰიუ ჯეკმანი ამერიკელი სენატორი გახდება

13:19 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

ოსკარის ნომინანტი ავსტრალიელი კინოვარსკვლავი ჰიუ ჯეკმანი მთავარ როლს შეასრულებს პოლიტიკურ კომედიურ დრამაში, სათაურით - The Front Runner (მოწინავე), რომელშიც მსახიობი ამერიკელი პოლიტიკოსის, გარი ჰარტის როლში მოგვევლინება.

სენატორი გარი ჰარტი, რომელიც 1988 წელს ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, თუმცა პოლიტიკურ ბრძოლას მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ცნობილი გახდა მისი უკანონო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. სკანდალური სასიყვარულო რომანის შემდეგ, გარი ჰარტს რეიტინგში თანაპარტიელმა მაიკლ დუკაკისმა გაუსწრო, რომელიც შემდგომ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.

ბიოგრაფიულ დრამას ოსკარის ოთხგზის ნომინანტი ახალგაზრდა რეჟისორი ჯეისონ რაიტმანი თავისივე დაწერილი სცენარით გადაიღებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი მსახიობები გაუწევენ პარტნიორობას ჰიუ ჯეკმანს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]