weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კლასიკური მანქანების უდიდესი სასაფლაო მსოფლიოში

13:52 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

ჯორჯიის შტატის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში 4000-ზე მეტი კლასიკური ავტომობილი განისვენებს 32 აკრის ფართობზე მდებარე სასაფლაოზე, რომელიც მფლობელ უოლტერ დინ ლუისის მიერ ჯართის მუზეუმადაა ქცეული.

40-ზე მეტი წლის განმავლობაში გაუნძრევლად მდგარ მანქანებში ხეებია ამოსული, ზოგი ავტომობილი მცენარეების მიერ მიწიდან მაღლაცაა აწეული. ლუისმა ავტონაწილების გაყიდვა ექვსი წლის წინ შეწყვიტა, მაშინ როდესაც მიხვდა რომ მუზეუმად გადაკეთების შემთხვევაში უფრო მომგებიანი ბიზნესი ექნებოდა. ამჟამად ტერიტორიაზე შესვლა 15 დოლარი ღირს, ფოტოგრაფებისთვის კი - 25 დოლარი.

„ერთადერთი რამ, რაც ყოველთვის ვიცოდი, იყო მანქანები და სატვირთოები. ყოველთვის ვფიქრობ მომავალზე, ერთ დღესაც ისინი შესაძლოა ფასეული გახდეს.“ - ამბობს ლუისი.

უოლტერ დინ ლუისის ერთ-ერთი პოპულარული ეგზემპლარი გახლავთ 1946 წლის „ფორდის“ სატვირთო პიკაპი, რომელიც გამოყენებული იყო 1983 წლის ფილმში - Murder in Coweta County.

„ეს ისტორიაა. მე ისინი გადავარჩინე, როდესაც სხვები მათ ამსხვრევდნენ. არ ვიცი რას გავაკეთებდი, ყოველ დილა ძველი ავტოებისთვის რომ არ შემევლო თვალი.“ - დასძენს ლუისი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]