weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„კრიდის“ გაგრძელებაში შესაძლოა ივან დრაგო გამოჩნდეს

14:41 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

ჰოლივუდის ვეტერანმა ვარსკვლავმა სილვესტერ სტალონემ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ფოტო გაავრცელა, რითაც ფილმ „კრიდის“ სიკველის სიუჟეტზე მიანიშნა.

საკულტო პერსონაჟ როკი ბალბოას შესახებ შექმნილი ფილმების სპინ-ოფ სერიის, „კრიდის“ გაგრძელებაში, როგორც ჩანს პერსონაჟი ივან დრაგო დაბრუნდება, რომელსაც „როკი IV”-ში ცნობილი შვედი კინოვარსკვლავი დოლფ ლუნდგრენი ასრულებდა. სტალონეს ფოტო-პოსტზე დართული ტექსტიდან ირკვევა, რომ „კრიდის“ მეორე სერიის სიუჟეტში ახალგაზრდა მოკრივე ადონის ჯონსონ-კრიდს დაპირისპირება მოუწევს ივან დრაგოს შვილთან, ანდა - თავად რუს მოკრივესთან, რომელმაც მამამისი აპოლო კრიდი რინგზე ორთაბრძოლისას მოკლა (გაიხსენეთ „როკი IV”).

„კრიდი II“ 2018 წელს გამოვა, მასში მთავარ როლს კვლავ მაიკლ ბ. ჯორდანი შეასრულებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ფილმის სცენარის ავტორისა და რეჟისორის ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა რეჟისორ რაიან კუგლერის წარმატებული სპორტული დრამა „კრიდი“ 2015 წელს გამოვიდა და მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმში როკი ბალბოას მეშვიდედ შესრულებული როლით სილვესტერ სტალონემ ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა, ნომინაციით - საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]