weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბრიტანელმა სტუდენტმა დამატებითი ხელის თითი შექმნა

13:43 პარასკევი, 07 ივლისი 2017

ბრიტანელმა სტუდენტმა პორტატული მეექვსე ხელის თითი 3D-პრინტერით შექმნა. მოწყობილობა ორი პატარა მოტორითა და ფეხსაცმელზე დამაგრებული სპეციალური სენსორებით,  ფეხის მოძრაობით იმართება.

დამატებით ცერა თითს სხვადასხვა ფუნქციები შეუთავსეს: მეტი ტვირთისა და საგნის დაჭერა, სიმებიან მუსიკალურ საკრავზე უფრო მარტივად დაკვრა და ა.შ.

ლონდონში მდებარე ხელოვნების სამეფო კოლეჯის სტუდენტ დანი კლოუდის აზრით, გამოგონებით პროთეზის სხვაგვარი აღქმა სურს, რაც შშმ პირების შესაძლებლობებს გააფართოებს.

ამ ეტაპზე სიახლე სახელად „მესამე ცერი“ ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია და თუ იგი ყველა ტესტირებას გაივლის, წლის ბოლომდე წარმოებაშიც ჩაეშვება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]