weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მორიგ ფილმში ჯეიმს ბონდის როლს კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს

13:42 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

სხვადასხვა უცხოური გამოცემების თანახმად, ჯეიმს ბონდზე რიგით 25-ე ფილმში აგენტი 007-ის როლს კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს. ბოლო პერიოდში არსებული უამრავი ჭორისა და სხვადასხვა ინფორმაციის მიუხედავად, თითქოს ახალ ფილმში საკულტო პერსონაჟს კრეიგის ნაცვლად ახალი მსახიობი ითამაშებდა, როგორც ჩანს, ფრანშიზის უფლებების მქონე პროდიუსერმა ბარბარა ბროკოლიმ ბრიტანელი ვარსკვლავის დაყოლიება შეძლო.

ჯერ-ჯერობით უკანასკნელი სერიული ფილმის, „სპექტრის“ (2015) გამოსვლის შემდეგ დენიელ კრეიგმა საჯაროდ განაცხადა, რომ დაიღალა ჯეიმს ბონდის თამაშით და იხუმრა კიდეც, რომ იმდენად მობეზრდა ცნობილი გმირის შესრულება, „ერჩია ვენები გადაეჭრა, ვიდრე ახალ ფილმში ეთამაშა“.

კრეიგის განცხადებიდან მალევე მრავალი ინფორმაცია გავრცელდა მის შესაძლო შემცვლელთა ვინაობაზე. სხვადასხვა წყაროების ვერსიით, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელ კანდიდატებად ტომ ჰიდლსტონი, იდრის ელბა, ტომ ჰარდი, დამიან ლუისი და ეიდან ტერნერი სახელდებოდნენ, თუმცა როგორც უკვე ცნობილი გახდა, დენიელ კრეიგი მეხუთედ გამოეწყობა აგენტ 007-ის სმოკინგში.

ახალი ინფორმაციის თანახმად, ახალი სერიისთვის ბარბარა ბროკოლის ასევე სურს კვლავ მუსიკოს ადელთან თანამშრობლობა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ბრიტანელმა მომღერალმა სიმღერით - Skyfall 2012 წლის ამავე სახელწოდების მქონე ფილმიდან, ოსკარი, ოქროს გლობუსი და გრემის ჯილდო მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]